1. გაკვეთილის თემა
|
გრიგოლ
ორბელიანის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“
|
2. სწავლების საფეხური
და კლასი
|
Xl კლასი
|
3. ინტეგრირებული
საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
|
გაკვეთილი არ არის ინტეგრირებული
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
27
მოსწავლე
|
5. განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
„განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები“ არ მყავს.
|
6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს გააზრებული
კითხვის, კვლევითი უნარ-ჩვევების, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ისტ-ის
დაუფლებას. მოსწავლეები იმსჯელებენ შესწავლილი ნაწარმოების ირგვლივ,
განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტიობებს, ისარგებლებენ ინტერნეტრესურსებით.
|
7. გაკვეთილის სასწავლო
მიზნები (საგნების მიხედვით)
|
გაკვეთილზე მოსწავლეები შეძლებენ:
ტექსტის გაცნობა-გააზრებას, განუვითარდებათ ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევა,
ავტორის იდეებისა და განწყობილების წვდომა და შეფასება. ნაწარმოების ანალიზის,
სინთეზის, შეფასების, მსჯელობის, თანამშრომლობის, ისტ-ის გამოყენების
უნარ-ჩვევები განუვითარდებათ. მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურულ-ისტორიულ
კონტექსტში გააზრებას. ამოიცნობენ მხატრულ ხერხებს(მეტაფორა, ეპითეტი,
შედარება).
|
8. ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
Xl.2.მოსწავლეს
შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
Xl.5.მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის,
თემების იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
Xl.7.მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი
ფუნქციონერების თვალსაზრისით.
Xl.8.
მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
Xl.10.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.
|
9. წინასწარი ცოდნა
|
იცნობენ
მწერლის ბიოგრაფიას, შესწავლილი აქვთ მისი რამდენიმე ნაწარმოები. მოსწავლეები ფლობენ
კითხვის სტრატეგიებს, ნაწარმოებში მოძიებული ინფირმაციის შეფასებას და დასახული
ამოცანის გადასაჭრელად გამოყენებას,პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის
უნარ-ჩვევებს, შეუძლიათ ისტ-ის საძიებო სისტემის გამოყენება ინფირმაციის
მოსაპოვებლად.
|
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
1.კლასის
ორგანიზება; 2 წთ.
2.წინარე
ცოდნის გამოყენება; 3 წთ.
3.კლასს
ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს;4 წთ.
4.კოგნიტური
დიაგრამის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე და ვისწავლე“ გამოყენება; 10 წთ.
5.კომპიუტერის
გამოყენებით ბეთანიის ეკლესიის მონახვა და მისი აგების ისტორიის ამოკითხვა
მოსწავლეების მიერ; 7 წთ.
6.თამარ
მეფის ფრესკების ჩვენება;3 წთ.
7.ლექსის
გააზრებული კითხვა,ანალიზი. 11 წთ.
8.საშინაო
დავალება-ლექსი ზეპირად( სასურველი ადგილები).
ამოიწერონ მხატვრული ხერხები(მეტაფორა,
ეპითეტი, შედარება).რომლითაც პოეტი მოიხსენიებს ა)თამარ მეფეს;
ბ)თამარის
დროინდელ საქართველოს;
გ)თავის
თანამედროვე საქართველოს. 5 წთ.
|
11. შეფასება
|
შევქმნი
შეფასების რუბრიკას, გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას.
|
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
Xl კლასის
სახელმძღვანელო,კომპიუტერი, საძიებო პროგრამა, ინტერნეტი,პროექტორი.powerpoint პროგრამის გამოყენება.
|
შეფასების რუბრიკა
განმსაზღვრელი
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საუკეთესო
|
რამდენად გაიაზრა დავალება
|
ვერ გაიაზრა
|
ნაწილობრივ გაიაზრა
|
კარგად გაიაზრა
|
ვიზუალური ნაწილი
|
ვერაფერი წარმოადგინა
|
სქემა არ იყო სრულყოფილად შესრულებული
|
წარმოდგენილი სქემა სრულყოფილია
|
ორიგინალობა
|
არ იყო ორიგინალური
|
ნაწილობრივ გამოამჟღავნა ორიგინალურობა
|
თვალსაჩინო იყო ორიგინალობა
|
მოსწავლეთა ჩართულობა
|
მუშაობდა მხოლოდ ლიდერი
|
მუშაობდა მხოლოდ ნაწილი
|
ჯგუფის ყველა წევრი მუშაობდა
|
მიზნის მიღწევა
|
ვერ მიაღწია
|
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი
|
მიზანი სრულად არის მიღწეული
|